3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გაგიჭირდებათ, რამაც შეიძლება უთანხმოება გამოიწვიოს. ჯანმრთელობის მხრივ შეფერხებები არ გელით. სამსახურში გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღება მოგიწევთ, სადაც ყველა მხარის ინტერესები უნდა გაითვალისწინოთ. ინვესტორის ოქროს წესი არ დაივიწყოთ და მხოლოდ თავისუფალი ფული დააბანდეთ! —ზედმეტი რისკი ახლა არაფერში გჭირდებათ. შესაძლოა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ ნერვიულობასა და გადაღლას მოერიდეთ.
მორიელი
ყოველდღიური საზრუნავი გვერდზე გადადეთ და მთელი დრო რჩეულს დაუთმეთ — როგორც ჩანს, ერთმანეთისთვის ბევრი რამ გაქვთ სათქმელი. მალე გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ერთფეროვან ყოველდღიურობაში ახალი შტრიხები შეიტანოთ. გირჩევთ ოჯახური წვეულება მოაწყოთ და დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოიწვიოთ. ხელსაყრელი დღეა ხელმძღვანელობასთან ან სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის, თუმცა საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახეთ, თორემ დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ყველაფერი წყალში ჩაგეყაროთ. სავარაუდოდ, ფინანსური წიგნიერებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობა მოგიწევთ რაც მომავალში შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვას — ამის თავიდან ასაცილებლად ალკოჰოლზე უარი თქვით და მჭრელ საგნებს ფრთხილად მოეპყარით.
მშვილდოსანი
ეჭვიანობასა და წყენას უფლებას ნუ მისცემთ, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. ამ დღეს ახალ, უცნობ საქმეებს ნუ შეეჭიდებით — გამოუცდელობამ შეიძლება უსიამოვნო შეცდომებამდე მიგიყვანოთ. არახელსაყრელი დღეა სამსახურსა თუ ბიზნესში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად; დღეს ცდილობთ სასურველი რეალობად აღიქვათ და მნიშვნელოვან საკითხებს ყურადღება არ მიაქციოთ. სამსახურში შეთანხმების მიღწევა რთული იქნება — კოლეგების ქცევამ შეიძლება კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. შეგიძლიათ საღამოს პაემანი დაგეგმოთ — ყველაფერი ისე ჩაივლის, როგორც გსურთ.
თხის რქა
ვარსკვლავები ვნებიანი და ემოციებით აღსავსე რომანის დაწყებას გპირდებიან, თუმცა, ეს ხანმოკლე გატაცება იქნება. დაოჯახებულ თხის რქებს, რომლებსაც მოზარდი შვილები ჰყავთ, ხშირად მათთან საერთო ენის პოვნა უჭირთ — ეცადეთ, შეხების წერტილები და საერთო ინტერესები იპოვოთ. თუ გეგმის განხორციელებას ვერ ახერხებთ, გულს ნუ გაიტეხით! გახსოვდეთ, რომ სიტუაცია შეიძლება ყოველ წუთს შეიცვალოს. ახალი ინფორმაცია ძალიან გამოგადგებათ და მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად სწორ გზას გიჩვენებთ. კონფლიქტი, რომელიც დღეს მოხდება, ძალას წაგართმევთ, ამიტომ კოლეგებთან დაპირისპირებას ერიდეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.
მერწყული
დღეს შესაძლოა ბრწყინვალე იდეა დაგებადოთ, რომელიც აუცილებლად მეორე ნახევარს უნდა გაუზიაროთ. ის მზად არის,თქვენი ჩანაფიქრი მოიწონოს და თქვენი აღფრთოვანება გაიზიაროს. ფულისა და კეთილდღეობის დევნაში ახლობელი ადამიანები არ უნდა დაივიწყოთ — ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ, თქვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე უნდა იყვნენ. ხელსაყრელი დღეა გარიგებების დადებისა და სამუშაო ადგილის შეცვლისთვის. მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისას დიპლომატიის ხელოვნება არ დაივიწყოთ — ყოველთვის სჯობს მორიგდეთ, ვიდრე ღია კონფლიქტზე წახვიდეთ. კარგი დროა გარდერობის განახლებისა და სტილის შეცვლისთვის, თუმცა ეცადეთ, ეს ზედმეტი ხარჯების გარეშე გააკეთოთ. ბოლო დღეების დაძაბულობამ და ხშირმა სტრესმა თავისი გაიტანა და ძალები გამოგელიათ — ახლა მოდუნებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის დროა. ფრთხილად! ვარჯიშის დროს შეიძლება მყესის დაჭიმულობა ან სხვა მტკივნეული ტრავმა მიიღოთ, რომელიც დიდხანს შეგაწუხებთ.
თევზები
ამ დღეს ბედი რომანტიკულ ნაცნობობას გპირდებათ. საყვარელ ადამიანს სრულიად ჩვეულებრივ ადგილზე შეხვდებით და თვალს ვერ მოაცილებთ. ეს დღე უამრავ ხელსაყრელ შესაძლებლობას გთავაზობთ, თუმცა დასახული მიზნების მისაღწევად თავდაუზოგავი შრომა მოგიწევთ. ახალი პროექტების წამოწყება არასასურველია. საქმიანი პარტნიორი ან ხელმძღვანელი არჩევანის წინაშე დაგაყენებთ და გადაწყვეტილების მიღება დაუყოვნებლივ მოგიწევთ; მშვენიერი დროა სილამაზის სალონში მისვლისა და გარეგნობაზე ზრუნვისთვის — პლანეტები იმიჯის შეცვლას გირჩევენ.

