11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

გაერკვნენ. ვარსკვლავების განლაგება მიუთითებს, რომ ოჯახის წევრების მიმართ მეტი მოთმინება და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. სხვა შემთხვევაში, კონფლიქტს უნდა ელოდოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსურ ოპერაციებსა და შესყიდვებში — მოერიდეთ ძვირად ღირებულ შენაძენებს და დაპირებებს ნუ გასცემთ. ფრთხილად იყავით მედიკამენტებთან და ალკოჰოლურ სასმელთან - ინტოქსიკაცია გამორიცხული არ არის. სრულფასოვანი ძილი დახარჯული ენერგიის სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ.
თევზები
ფრთხილად იყავით — საყოველთაო აღიარებამ შესაძლოა გარშემომყოფთა შური გამოიწვიოს. ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას შენიშვნებსა და პრეტენზიებს მოერიდეთ — ეს საპასუხო საყვედურებს აგარიდებთ, რომლებიც მთელი დღის განწყობას გაგიფუჭებთ. არ დაგავიწყდეთ მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც საერთო წარმატებაში წვლილი შეაქვს. თქვენი ინვესტიციები ბოლოს და ბოლოს ნაყოფს გამოიღებს, თუმცა შემდგომ დაბანდებებს გონივრულად უნდა მიუდგეთ და საინვესტიციო გეგმა განაახლოთ. დაიცავით თავი ენერგეტიკული ვამპირებისგან, რომლებიც თქვენზე უარყოფითი გავლენის მოხდენას ეცდებიან — ენერგეტიკული ფარი შეინარჩუნეთ და კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდეთ.







