ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს -რა უპოვეს პოლოტიკოს

და შეშფოთებულები ვართ ინფორმაციით, რომ თურქეთის აეროპორტში დააკავეს ზურაბ "გირჩი“ ჯაფარიძე - პარტია ALDE-ს წევრის, "გირჩი - მეტი თავისუფლება“-ს, ლიდერი, - ინფორმაციას პარტია “ლიბერალები და დემოკრატები ევროპისთვის” (ALDE) ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძეს ჩამოართვეს პასპორტი და ბარგი, მოათავსეს საკანში და ხვალ საქართველოში დააბრუნებენ.
“იგი ბრიუსელში მიემგზავრებოდა (ტრანზიტით), სადაც მიწვეული იყო და "Renew Europe“-ის ლიდერთა სამიტში უნდა მიეღო მონაწილეობა. ვწუხვართ, რომ იგი ვერ შეძლებს სამიტში მონაწილეობას და იმედგაცრუებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ კვლავ გრძელდება ზეწოლა იმ ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და გადაადგილებაზე, რომლებიც საკუთარი ქვეყნისთვის პროევროპულ და დემოკრატიულ მომავალს ესწრაფვიან”, - აღნიშნულია განცხადებაში.







