ნინო კასრაძის იდუმალი ცხოვრების საინტერესო დეტალები .რა საიდუმლოს ახადა ფარდა მსახიობმა

წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა. ნინო კასრაძე ტყუპისცალი გახლავთ.
მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია, მაგრამ უნდოდა, გამორჩეული ყოფილიყო. ნინოს ახლობლები, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ წლების შემდეგ გოგონა საქართველოში ნომერი პირველი რეჟისორის რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გახდებოდა და რუსთაველის თეატრის სცენაზე საუკეთესო როლებს შეასრულებდა.
თეატრალურში ჩაბარების პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, პირველ ტურში ჩაიჭრა, მაგრამ ბედს არ დანებდა და კიდევ სცადა. 23 წლის იყო, როდესაც რობერტ სტურუას რჩეული გახდა, დიდ სცენაზე პირველი სპექტაკლი "სეჩუანელი კეთილი ადამიანი"ითამაშა. ორი წლის შემდეგ იყო "ლედი მაკბეტი", "ქალი გველი", "ჰამლეტი"და უამრავი სპექტაკლი რუსთაველის სცენაზე.







