უმძიმესი ავარია - ტურისტული ავტობუსისა და ევაკუატორის შეჯახებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 27 დაშავდა

უმძიმესი ავარია თურქეთში - ტურისტული ავტობუსისა და ევაკუატორის შეჯახებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 27 დაშავდა
დასავლეთ თურქეთის მანისას პროვინციის ახისარის რაიონში, ავტომაგისტრალის შესასვლელთან ტურისტული ავტობუსისა და ევაკუატორის შეჯახების შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 27 კი დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მანისას გუბერნატორის ოფისის განცხადებით, ავტობუსი ბურსადან იზმირის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც ავარია მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა, დაშავებულები კი სამკურნალოდ საავადმყოფოებში გადაიყვანეს; გავრცელებული ცნობით, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფჩიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ შესაბამის უწყებებთან ერთად ყურადღებით აკვირდება საპასუხო ზომების გატარების მიმდინარეობას.







