ცნობილი დედის შვილობა, უცნობი მამა და უბედური შემთხვევა - ევა ბარბაქაძე

ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა.
ცნობილი დედის მსგავსად ევაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.
როგორც ერთ-ერთ გადაცემაში მოგვიანებით შორენამ ისაუბრა, ევას მამას ღალატის გამო დაშორდა. შორენას ქმარი ზურაბ ბარბაქაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი რჩეული უკრაინაში ცნობილი დიზაინერი გალინა აპილატია. გალინა და მისი და ლუბა საქორწინო კაბებზე, პენუარებსა და ქალის თეთრეულზე მუშაობენ







