რა არის ცნობილი ქეით ზაქარიას შესახებ, რომელიც ტრამპმა თეთრი სახლის ახალ პრესმდივნად დანიშნა

რა არის ცნობილი ქეით ზაქარიას შესახებ, რომელიც ტრამპმა თეთრი სახლის ახალ პრესმდივნად დანიშნა
რრედაქცია 11.10.2026, 16:00 73

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კეროლაინ ლევიტს თეთრი სახლის პრესმდივნის პოსტზე ქეით ზაქარია ჩაანაცვლებს.

„ჩემთვის დიდი პატივია, დავნიშნო პრესმდივნად ქეით ზაქარია. ქეითი ახლა Truth Social-ის კომუნიკაციების უფროს მრჩევლად მუშაობს, რასაც ის თავს შესანიშნავად ართმევს!

ის კალიფორნიიდანაა. მანამდე ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრესსპიკერისა და მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.

ის პეპერდაინის უნივერსიტეტის კარუზოს სამართლის სკოლის გამორჩეული კურსდამთავრებულია, იურისტია და ხშირად აკეთებს კომენტარებს ისეთი მედიასაშუალებებისთვის, როგორებიცაა Fox News-ი და Newsmax-ი.

მანამდე ის ჩემს საარჩევნო კამპანიებშიც მონაწილეობდა და საკვანძო შტატებში მუშაობაში მეხმარებოდა. შვიდი შტატიდან შვიდივე მოვიგეთ.

მისი საქმიანობის ისტორია უნაკლოა. ქეითი თავიდანვე ჩემი ერთგული და გამორჩეული მხარდამჭერი იყო. ის ასევე MAGA-ს მოძრაობის ერთგული გულშემატკივარი და წევრია!

დარწმუნებული ვარ, როგორც თეთრი სახლის მომავალი პრესმდივანი, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს. მას მედიისა და ამერიკელი ხალხის პატივისცემა აქვს და ჩემს ადმინისტრაციასთანაც შესანიშნავად ითანამშრომლებს.

ქეითი შესანიშნავ კეროლაინ ლევიტს შეცვლის, რომელმაც პრესმდივნის თანამდებობაზე ფანტასტიკური სამუშაო შეასრულა. წარმატებებს გისურვებ, ქეით!“, - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში კეროლაინ ლევიტმა პოსტი დატოვა.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
ავტო11.10.2026

ვაიმეე....😢... გასკდა გული, ეს რა ხდება...😭😱 😢😭 უმძიმესი ავარიის დეტალები... ნახეთ კომენტარში 👇👇👇

ავტო · 11.10.2026
საზოგადოება11.10.2026

გააუპატიურა და შემდეგ ქამრით დაახრჩო…“- მკვლელობა მწვანე კონცხზე

საზოგადოება · 11.10.2026
ყვითელი პრესა11.10.2026

მაკა ჩიჩუამ ქმართან დაშორების დეტალებზე ისაუბრა

ყვითელი პრესა · 11.10.2026
სამართალი11.10.2026

„კიდევ კარგი, რომ ჩემი შვილი მოკლეს და არა სხვისი, ასეთი მძიმე სიტყვები ჯერ არ მითქვამს...“ - რას წერს და რა ფოტოს აქვეყნებს ეკა კუპატაძე? (+ფოტო)

სამართალი · 11.10.2026
პოლიტიკა11.10.2026

პენსიის მაქსიმალური ოდენობა 665 ლარი იქნება, ცნობილია ვის რამდენით გაეზრდება პენისა იანვრიდან. ვრცლად იხილეთ კომენტარში

პოლიტიკა · 11.10.2026
ყვითელი პრესა11.10.2026

ცნობილი დედის შვილობა, უცნობი მამა და უბედური შემთხვევა - ევა ბარბაქაძე

ყვითელი პრესა · 11.10.2026
ყვითელი პრესა11.10.2026

ანრი ჯოხაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

ყვითელი პრესა · 11.10.2026
ყვითელი პრესა11.10.2026

შე მახინჯო ბებერო…” – ნახეთ მაია ასათიანი განცხადება

ყვითელი პრესა · 11.10.2026