ტრაგედია ინგლისის ზოოპარკში - ვეფხვმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა კაცს, რომელიც ვოლიერში გადახტა

ტრაგედია ინგლისის ზოოპარკში - ვეფხვმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა კაცს, რომელიც ვოლიერში გადახტა
10:56 / 11-10-2026
ტრაგედია ინგლისის ზოოპარკში - ვეფხვმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა კაცს, რომელიც ვოლიერში გადახტა
ინგლისში, Yorkshire Wildlife Park-ის ზოოპარკში საზარელი ტრაგედია დატრიალდა - უცნობი მამაკაცი ვეფხვის ვოლიერში შევიდა, სადაც მას გიგანტური ციმბირული ვეფხვი თავს დაესხა. მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამხრეთ იორკშირის პოლიციაში შეტყობინება ინციდენტის შესახებ ადგილობრივი დროით 13:35 საათზე შევიდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ესხმის ვეფხვი თავს ბალახზე მჯდომ მამაკაცს და კბენს, სანამ იგი თავდასხმის შეჩერებას ცდილობს.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ვეფხვის შეჩერებას საჩვენებელი თითის გაშვერითა და ყვირილით ცდილობდა: “არა! არა! არა!“. ამ დროს შეძრწუნებული დამსწრე საზოგადოება დახმარებას ითხოვდა და ყვიროდა.







