ფიზიკურად დავზიანდი, დიაბეტი აღმომაჩნდა“ - როლანდ ოქროპირიძე

„განქორწინება საკმაოდ რთულად გადავიტანე. ზოგადად „დაშორებული ოჯახის“ ცნება არ ვიცოდი რა იყო. ვერც კი წარმომედგინა, რანაირად შეიძლება ოჯახი დაინგრეს?! ფიზიკურად დავზიანდი, დიაბეტი აღმომაჩნდა... ოთხი წელი გაგრძელდა ეს პერიოდი... “, – ამის შესახებ მსახიობი და ტელეწამყვანი როლანდ ოქროპირიძე გადაცემაში „ნოესთან“ ჰყვება.
მისი თქმით, სიყვარულის გამო უტირია და განშორებამ ძლიერ დააზიანა.
„მე მგონია, რომ როცა ადამიანი გიყვარს ის მუდამ გიყვარს, უბრალოდ იცვლის ფორმას ეს ყველაფერი.
მტკიოდა ეს სიყვარული და პირდაპირი გაგებით ვგრძნობდი ტკივილს. თუმცა არსებობენ, ადამიანები ვისაც ეს ყველაფერი უკვირთ, ისიც კი უკვირთ, თუ







