12ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

საშუალებას მოგცემთ, გადადებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ. პერიოდული შესვენებები არ დაივიწყოთ — ეს ყურადღების კონცენტრაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
მერწყული
სასიყვარულო თავგადასავლებისთვის არახელსაყრელი დროა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლად დაწყებული რომანი იმედგაცრუებით დასრულდება. სამაგიეროდ, საუკეთესო დროა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის.
შრომისმოყვარეობა და დისციპლინა წარმატებას მოგიტანთ, თუმცა არ დაივიწყოთ, რომ საერთო საქმისა და თქვენი ინტერესებისთვის ხანდახან კომპრომისზე წასვლაც საჭიროა.
თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ბევრ წარმომადგენელს გასულ კვირას დიდი ხარჯები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სესხებისა და კრედიტების აღებას უნდა მოერიდოთ.
თევზები
მარტოხელა თევზებო, დაფიქრდით რა გიშლით ხელს მეორე ნახევრის პოვნაში? სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენს იმიჯში ან ჩვევებში რაღაც ისეთი იყოს, რაც თქვენს ბედს აფრთხობს.
თუ ოჯახში უთანხმოება გაჩნდა, ეცადეთ ვითარება კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ. გახსოვდეთ, რომ კომპრომისის პოვნით პირველ რიგში, საკუთარ თავის სტრესისგან იცავთ.
ფინანსურ სფეროში მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები. ეს პირველ რიგში მათ ეხება, ვისაც ვალები ან კრედიტები ტვირთად აწევს. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რასაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.







