ნინი ქარსელაძე.დღეიდან ჩემი ადვოკატი არც ერთი თქვენგანის უმსგავსობას არ დატოვებს უყურადღებოდ

ივანიშვილისა და ნუცა ბუზალაძის შემდეგ, ამჯერად მომღერალი ნინი ქარსელაძე წერს, რომ სამართლებრივ გზას მიმართავს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მისი და მისი ოჯახის შესახებ შეურაცხმყოფელ, მუქარის შემცველ კომენტარებს დაწერს, ან ცრუ ინფორმაციას გაავრცელებს.
ნინი ქარსელაძე აღნიშნულის შესახებ "ინსტაგრამზე" სთორის აქვეყნებს:
"ვინც მიცნობს და თვალს ადევნებს ჩემს შემოქმედებით საქმიანობას, ემახსოვრება, რომ 4 წლიდან სცენაზე ვდგავარ და ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენი ჩემს მთავარ საქმეს - სიმღერას და ჩემს საყვარელ მსმენელს.
ბოლო წლებია, ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ამუშავებულია მიზანმიმართული დამუნათების კამპანია, ცრუ ინფორმაციების გავრცელება, შეურაცხმყოფელი კომენტარები და, მათ შორის, მუქარის შემცველი შეტყობინებები.







