ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი მოკლეს

ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი მოკლეს
რრედაქცია 15.10.2026, 07:46 1 162

რუსეთში, ვორონეჟის საოლქო სასამართლოში, 49 წლის „კანონიერი ქურდის“, არმან ჯანინიანის, მეტსახელად „არმან კალუჟსკის“, სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება.მას „კრიმინალურ იერარქიაში“ უმაღლესი მდგომარეობის დაკავებასა და 2023 წელს შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი.როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება, გამოძიების ვერსიით, ჯანინიანმა „კრიმინალური დაჯგუფებების“ ე.წ. საერთო სალაროს განმკარგველის მკვლელობა შეუკვეთა. დანაშაულის სავარაუდო მოტივად ფინანსური უთანხმოება სახელდება.გამოძიების ინფორმაციით, მკვლელმა მსხვერპლს გაქცევის მცდელობისას ზურგში ესროლა, შემდეგ კი რამდენიმე საკონტროლო გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ სამართალდამცველებმა მკვლელობის მომზადებასა და ჩადენაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს. მოგვიანებით სამივემ სამხედრო სამსახურის კონტრაქტი გააფორმა.არმან ჯანინიანი კრიმინალურ წრეებში 1990-იანი წლებიდანაა ცნობილი. ის წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი ქურდობისა და ყაჩაღობისთვის. 2010 წელს კი ყაჩაღობის, გამოძალვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა.მედიის ცნობით, ჯანინიანის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა და განაჩენის გამოტანა უახლოეს თვეებშია მოსალოდნელი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
საზოგადოება23.11.2026

ცნობილი გახდა “ავერსი ფარმას” თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზი – იშვიათი რამ დაემართა…

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

როგორია ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას აცხადებს ექიმი

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდა დააკავეს

საზოგადოება · 23.11.2026
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად არიან დაღუპულები

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

პრეზიდენტის საგანგებო გადაწყვეტილება გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ალბათ ჭკუიდან გავალ, რომ დაგინახო, სიხარულისგან. არავინ იცის, რა წამება და ტანჯვაა ჩემს გულში..." - რას წერს გურამ დადიანიძის დედა

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

საზოგადოება · 23.11.2026