პირველად ისტორიაში ქართველ კინორეჟისორს ოქროს გლობუსი გადაეცემა

პირველად ისტორიაში ქართველ კინორეჟისორს ოქროს გლობუსი გადაეცემა
რრედაქცია 15.10.2026, 11:41 82

23-24 ოქტომბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაიმართება „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალი - „ოქროს გლობუსი - აბრეშუმის გზისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება“ .

ორდღიანი გალა-ღონისძიება მიეძღვნება ისტორიული „აბრეშუმის გზის“ რეგიონის კინოსა და ტელევიზიის სფეროს წარმომადგენელთა გამორჩეულ მიღწევებს. ღონისძიება პატივს მიაგებს ამ ქვეყნების მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და შემოქმედებით ურთიერთგაცვლას, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან დააკავშირა ცენტრალური აზია და კავკასია.

უზბეკეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, სომხეთის წარმომადგენლებს - შერჩეულ ლაურეატებს სამ სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოებენ:

1 - „ოქროს გლობუსის მერიდიანის ჯილდო“ (Meridian Award) ,

2 - „ოქროს გლობუსის ნოვატორის ჯილდო“(Trailblazer Award),

3 - „ოქროს გლობუსის შუქურის ჯილდო“ (Beacon Award).

ქართველ რეჟისორს ლევან კოღუაშვილს სწორედ „ოქროს გლობუსის ნოვატორის ჯილდო“ (Trailblazer Award) გადაეცემა.

„ოქროს გლობუსის“ ეს ჯილდო „Trailblazer“ (პიონერი, ნოვატორი, გზის გამკვალავი) გადაეცემათ იმ ხელოვანებს, რომელთა გამორჩეულმა შემოქმედებითმა ხედვამ და ნამუშევრებმა წვლილი შეიტანა რეგიონის კინოსა და ტელევიზიის განვითარებაში.

ქართველმა რეჟისორმა, სცენარისტმა და პროდიუსერმა ლევან კოღუაშვილმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორიცაა „მეოთხე ბრაიტონი“, „ქუჩის დღეები“, „შემთხვევითი პაემნები“ და „გოგიტას ახალი ცხოვრება“. ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას კინოფესტივალზე „საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის“ ჯილდო მოიპოვა. მისი უახლესი ფილმის - „გურიის“ პრემიერა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და ის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე საქართველოს ოფიციალური კანდიდატია

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
საზოგადოება23.11.2026

ცნობილი გახდა “ავერსი ფარმას” თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზი – იშვიათი რამ დაემართა…

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

როგორია ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას აცხადებს ექიმი

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდა დააკავეს

საზოგადოება · 23.11.2026
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად არიან დაღუპულები

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

პრეზიდენტის საგანგებო გადაწყვეტილება გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ალბათ ჭკუიდან გავალ, რომ დაგინახო, სიხარულისგან. არავინ იცის, რა წამება და ტანჯვაა ჩემს გულში..." - რას წერს გურამ დადიანიძის დედა

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

საზოგადოება · 23.11.2026