იზრდება პენსიები, ხელფასები და ჯანდაცვის დაფინანსება – რას ითვალისწინებს 2027 წლის ბიუჯეტი

იზრდება პენსიები, ხელფასები და ჯანდაცვის დაფინანსება – რას ითვალისწინებს 2027 წლის ბიუჯეტი
რრედაქცია 04.10.2026, 14:08 34

საკანონმდებლო ორგანოში მომავალი კვირიდან 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყება.

მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გუშინ დარეგისტრირდა.

პროექტის მიხედვით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასები, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.

„ჯამში, ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს თუ შევხედავთ, არის 27.6 მილიარდი ლარი ჯამური ხარჯვითი ნაწილი. აქ აღსანიშნავია, რომ გაზრდილია დაახლოებით 800 მილიონ ლარზე მეტით ჯანდაცვის მიმართულება, 400 მილიონ ლარზე მეტით განათლების მიმართულება და როგორც პენსიების ნაწილში, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნაწილში გასაცემლების ზრდა არის გათვალისწინებული ინდექსაციის ფორმულის შესაბამისად, ასევე საჯარო სექტორში, მთლიანად საჯარო სექტორში და მათ შორის, განათლების ნაწილშიც ხელფასების ზრდა. არის მნიშვნელოვანი რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება, ეს არის თბილისის შემოვლითი გზის მონაკვეთები, თბილისის-რუსთავის მიმართულებით, ასევე ბათუმის-სარფის მიმართულებით გზის მშენებლობების დაწყება“, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა გიორგი კაკაურიძემ.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
მსოფლიო04.10.2026

რუსეთში შავი ჭირი დაფიქსირდა - ერთი გარდაცვლილი და 200-მდე ადამიანი იზოლაციაში

მსოფლიო · 04.10.2026
ყვითელი პრესა04.10.2026

რატომ ანრი, შვილოო…” – ნახეთ რა დაემართა ანრი ჯოხაძეს

ყვითელი პრესა · 04.10.2026
ყვითელი პრესა04.10.2026

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ყვითელი პრესა · 04.10.2026
ყვითელი პრესა04.10.2026

ვინ არის მამაკაცი, რომელზეც სოფო ნიჟარაძემ რუსეთში იქორწინა

ყვითელი პრესა · 04.10.2026
ყვითელი პრესა04.10.2026

ვინ იყო ლელა წურწუმიას პორველი ქმარი.ვრცლად იხილეთ კომენტარში

ყვითელი პრესა · 04.10.2026
ეკონომიკა03.10.2026

ნახეთ, ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან

ეკონომიკა · 03.10.2026
მსოფლიო03.10.2026

თურქეთის პოპ-მეფე ტარკანის ყურადღებაც მიიპყრო“ - ევა ბუთიაშვილის შესახებ თურქული მედიაც წერს: გოგონას გამომწერების რაოდენობამ უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა

მსოფლიო · 03.10.2026