თურქეთის პოპ-მეფე ტარკანის ყურადღებაც მიიპყრო“ - ევა ბუთიაშვილის შესახებ თურქული მედიაც წერს: გოგონას გამომწერების რაოდენობამ უკვე 1 მლნ-ს გადააჭარბა

როგორ ეხმაურება თურქული მედია ქართველი ევას ვიდეოს?
თურქული გამოცემები აღფრთოვანებას ვერ მალავენ პატარა ევას არტისტულობით.ბას გადაეცემა.
საერთაშორისო აღიარების გზა: დემეთ ოზდემირიდან სელინ დიონამდე
ევა და ანამარია ბუთიაშვილების ოჯახური ვიდეოები, რომლებსაც დედა, ფიქრია ბუთიაშვილი იღებს, თავდაპირველად უბრალო ყოველდღიურობის ასახვა იყო. დღეს კი მათი გამომწერების რაოდენობა სოციალურ ქსელებში ასობით ათასს აღწევს.
თურქეთში ევას მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ცნობილმა თურქმა მსახიობმა დემეთ ოზდემირმა ევასა და ბაბუის ვიდეო Instagram Story-ში გააზიარა მინაწერით: "ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“.
მოგვიანებით გოგონა სელინ დიონის ვიდეოკოლაჟშიც მოხვდა: პატარა ევას სპონტანურმა მიმიკებმა მსოფლიო ვარსკვლავის, სელინ დიონის ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც ქართველი გოგონას მონაკვეთი საკუთარ ვიდეოში გამოაქვეყნა.


