წლის ბოლომდე ლარი იმაზე მეტად გამყარდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო - რა კურსი იქნება 2026 წლის დასასრულისთვის?

წლის ბოლომდე ლარი იმაზე მეტად გამყარდება, ვიდრე ნავარაუდევი იყო - რა კურსი იქნება 2026 წლის დასასრულისთვის?
რრედაქცია 16.10.2026, 14:15 162

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.60 ლარს ჩამოსცდა. ეს უკვე იმაზე დაბალი მაჩვენებელია, რასაც ფინანსისტები წლის ბოლოსთვის პროგნოზირებდნენ. არის თუ არა ლარის კურსის გამყარება ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საწვავისა და სხვა პროდუქტების ფასები დასტაბილურდეს და ინფლაციური წნეხი შემცირდეს? ექსპერტები ამ პოზიციას არ იზიარებენ და ლარის კურსის მკვეთრ გამყარებასაც არ ვარაუდობენ, თუმცა მათი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის, 1 აშშ დოლარი 2.57-2.58-ის ფარგლებში იქნება.

„რეზონანსი“ დაინტერესდა, ლარი ინფლაციური წნეხის შესამცირებლად მყარდება, ეს საბაზრო ტენდენციაა, თუ მონეტარული პოლიტიკის შედეგი? სპეციალიასტების შეფასებით, დოლარის კურსის 2.60-ლარიანი ნიშნულიდან 2.59-ისა და შესაძლო 2.58-ის მიმართულებით მოძრაობა საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ სავალუტო ბაზრის ცვლილება არ არის. ლარის გამყარებას შეუძლია შეამციროს იმპორტირებული საქონლის ლარში გამოხატული ღირებულება და, გარკვეულწილად, შეამსუბუქოს ინფლაციური წნეხი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწვავისა და იმ პროდუქტების შემთხვევაში, რომელთა ფასიც საერთაშორისო ბაზრებზე და უცხოურ ვალუტაში გაწეულ დანახარჯებზეა დამოკიდებული.

თუმცა, ფინანსისტების შეფასებით, კურსის გამყარება ავტომატურად არ ნიშნავს სამომხმარებლო ფასების შემცირებას. ამ ეფექტის მასშტაბი დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე, იმპორტიორთა ხარჯებზე, კონკურენციასა და ფასების ცვლილების გადაცემის სისწრაფეზე. ამასთან, ლარის გამყარების მიზეზების დასადგენად აუცილებელია სავალუტო ბაზრის მოთხოვნისა და მიწოდების, კაპიტალის ნაკადებისა და ეროვნული ბანკის ინტერვენციების შესწავლა.

და მაინც ნიშნავს თუ არა ლარის კურსის გამყარება საწვავისა და სხვა პროდუქტების ფასების მეტ-ნაკლებ სტაბილურობას?

ფინანსისტი ნიკა შენგელიას მოსაზრებით, მართალია, 1 აშშ დოლარი 2.60-ლარიან ნიშნულში მოძრაობს (15 ოქტომბრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.5960 ლარი იყო), მაგრამ ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება მოსალოდნელი არ არის:

„ლარის კურსის გამყარებას დიდად არ ველოდებით, ეს არც არის კარგი. მართალია, ეროვნული ვალუტა დიდად ვერ გამყარდება, მაგრამ 2.60-იან დიაპაზონს შეინარჩუნებს.

რაც შეეხება საწვავის გაიაფებას, შესაძლოა, საწვავი გაიაფდეს 5-10 თეთრით, მაგრამ ბოლო დროს ასე ჩამოყალიბდა, რომ რაც იყო საწვავის ფასი ექვსი თვის წინ, სავარაუდოდ, იმ ფასს, მინიმუმ სამი თვე ვეღარ დაუბრუნდება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.

მისი თქმით, ლარის ამჟმინდელი მდგლომარეობა (ან კიდევ ცოტათი გამყარება) პროდუქციის ღირებულეაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. ინფლაციური წნეხის შესამცირებლად, საწვავისა და სხვა პროდუქტების ფასების დასასტაბილურებლად, ლარი 2.50-ის ნიშნულამდე უნდა გამყარდეს. ეს კი საშუალო ვადაში მოსალოდნელი არ არის. ნიკა შენგელიას პროგნოზით, წლის ბოლომდე, ლარის კურსი 2.57-ის ფარგლებში იქნება.

იგივე პოზიციაზეა ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძესაც, რომელიც ადასტურებს, რომ „რეზონანსის“ კითხვა აქტუალურია, რადგან ლარის მიმდინარე კურსი და წლის ბოლომდე მისი მოსალოდნელი დინამიკა მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.

„მხოლოდ ის ფაქტი, რომ დოლარის კურსი 2.60 ლარის ნაცვლად, 2.59-ზეა, არ ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა აუცილებლად გააგრძელებს გამყარებას ან პირიქით - გაუფასურებისკენ წავა. კურსზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი: უცხოური ვალუტის შემოდინება ტურიზმიდან, ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან; იმპორტზე მოთხოვნა და დოლარზე მოთხოვნის ცვლილება; ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა; მთავრობისა და ბიზნესის ფინანსური ნაკადები; ასევე რეგიონული და საერთაშორისო ეკონომიკური ვითარება.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
საზოგადოება23.11.2026

ცნობილი გახდა “ავერსი ფარმას” თანამშრომლის გარდაცვალების მიზეზი – იშვიათი რამ დაემართა…

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

როგორია ფონიჭალაში, აფეთქებისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას აცხადებს ექიმი

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდა დააკავეს

საზოგადოება · 23.11.2026
სპორტი23.11.2026

რა მდგომარეობაშია ალექსანდრე თოფურია რომელიც ბრძოლის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს

სპორტი · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად არიან დაღუპულები

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

პრეზიდენტის საგანგებო გადაწყვეტილება გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ალბათ ჭკუიდან გავალ, რომ დაგინახო, სიხარულისგან. არავინ იცის, რა წამება და ტანჯვაა ჩემს გულში..." - რას წერს გურამ დადიანიძის დედა

საზოგადოება · 23.11.2026
საზოგადოება23.11.2026

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – ვრცლად იხილეთ კომენტარებში

საზოგადოება · 23.11.2026