რა კავშირი აქვს მამუკა მდინარაძეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან .ლაშა ფარულავას ვერსია

"ვატო ყიფიანის, "კაწროს“ და მანამდე ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება... ...
"ვატო ყიფიანის, "კაწროს“ და მანამდე ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება... მამუკა მდინარაძე შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილთან გაუშვან" - რას წერს ლაშა ფარულავა?
13:40 / 16-10-2026
"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ვარაუდობს, რომ კრიმინალური ე.წ. ავტორიტეტების, ვატო ყიფიანის და ავთანდილ ბილანიშვილის ("კაწროს") დაკავება უკავშირდება თაღლითურ „"ოლცენტრებს", ტრანსნაციონალურ დანაშაულს და იმის მცდელობას, რომ "ამ ქსელის შესაძლო მფარველობის პასუხისმგებლობა მამუკა მდინარაძეს დაეკისროს".
ლაშა ფარულავას განმარტებით, გუშინ, ყიფიანი-ბილანიშვილის დაკავება მხოლოდ და მხოლოდ "თბილისური კრიმინალური ამბავი“ არ არის. მისი თქმით, საინტერესოა, რამდენად უკავშირდება ვატო ყიფიანის დაკავება მოლდოვაში "ქოლცენტრებზე" ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციას, რასაც ევროპული გამოძიება აჩვენებს.
"ვატო ყიფიანის, "კაწრო" ბილანიშვილისა და მანამდე ტყუპი ძმები ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება.
სავარაუდოდ, საქმე ეხება თაღლითურ "ქოლ-ცენტრებს", ტრანსნაციონალურ დანაშაულსა და ამ ქსელის შესაძლო მფარველობის პასუხისმგებლობის მამუკა მდინარაძისთვის დაკისრების მცდელობას.
ტყუპი ძმები ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი საქმე დაუმძიმეს. ახლა, როგორც ჩანს, მსგავს სპირალში არიან ვატო ყიფიანი და კაწრო ბილანიშვილიც. ანუ, ისინიც ივანიშვილების სისტემის ხაფანგში აღმოჩნდნენ. ასევე საინტერესოა, რამდენად უკავშირდება ვატო ყიფიანის დაკავება მოლდოვაში ქოლცენტრებზე ჩატარებულ საერთაშორისო სპეცოპერაციას. ამას ევროპული გამოძიება გვიჩვენებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ გუშინდელი დაკავებები მხოლოდ თბილისური კრიმინალური ამბავი არ არის.
საქმე, სავარაუდოდ, ეხება თაღლითურ "ქოლ-ცენტრებს", რომელთა საქმიანობითაც ათასობით ადამიანი ზარალდება და რომელთა წინააღმდეგ ევროპული გამოძიება მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მოლდოვის საქმეში საქართველოს მოქალაქეებიც ფიგურირებენ. სწორედ ამიტომ უნდა გაირკვეს, რა კავშირია მოლდოვის გამოძიებასა და თბილისში ვატო ყიფიანისა და კაწრო ბილანიშვილის დაკავებას შორის.
ახლა, სავარაუდოდ, ივანიშვილის გამოძიება იმაზე მუშაობს, რომ ყველაფერი მამუკა მდინარაძეს შეტენონ და ამ ბრალდებით ირაკლი ღარიბაშვილთან გაუშვან.
ამასთან, ვრცელდება ათასი ჭორი და დაუდასტურებელი ინფორმაცია, თითქოს გამოძიების სამიზნე მდინარაძის გუნდის წევრები არიან და თავად მისი დაკავების საკითხზეც საუბრობენ.
ეს ყველაფერი დადასტურებულ ფაქტად არ უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინ მფარველობდა "ქოლ-ცენტრების" ქსელს და რა როლი ჰქონდათ ამ პროცესებში მდინარაძე-კობახიძის მთავრობის წარმომადგენლებს.







