რატომ აუქმებს საქართველოს მოქალაქეობას ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, იმ პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, არაფერი სამართლებრივი არ სცხია.
„ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწერილ სპექტაკლში მონაწილეობაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაწერილი ფინალი ექნება, მსხვერპლის როლის თამაშზე. მას არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი მეშვეობით ძალის დემონსტრირება შეძლოს. არაფერი სამართლებრივი ამ პროცესს არ სცხია. შესაბამისად, სამართლებრივი არგუმენტებით მსჯელობა იქ, სადაც სამართალს ბიძინა ივანიშვილი წერს, ჩვენი ჩაის ჭიქა არაა. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესები უბრალოდ დაემთხვა ჩვენ მიერ დაგეგმილ კამპანიას „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“. ჩვენ დავდივართ უბან-უბან და ვცდილობთ, რომ პოლიტიკას დავუბრუნოთ ის მნიშვნელობა, რაც რუსულმა ტოტალიტარიზმმა შთანთქა და რაც პოლიტიკას აქცევს საერთო საქმედ. თუ გვინდა, რომ ხალხი პარტიების დასაცავად ქუჩაში გამოვიდეს, პარტიები უნდა ვლაპარაკობდეთ ხალხის პრობლემებზე და არა ბიძინა ივანიშვილის მანევრებსა და ცირკებზე. ხალხის პრობლემებზე უნდა ვლაპარაკობდეთ.







