მეცნიერებმა დაბერების პროცესის შენელების ახალი გზა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა დაბერების პროცესის შენელების ახალი გზა აღმოაჩინეს
რრედაქცია 10.10.2026, 09:04 10

ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობის შეცვლამ, შესაძლოა, ასაკობრივი ცვლილებების შენელებისა და სიცოცხლის ჯანსაღად გახანგრძლივების ახალი გზები დაგვანახვოს.
უახლესი კვლევის შედეგები ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Nature Aging-ში (NA) გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა ზრდასრულთა რამდენიმე ჯგუფის მონაცემები გააანალიზეს და აღმოაჩინეს, რომ ნაწლავის ბაქტერიის, Bifidobacterium pseudocatenulatum-ის რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად მცირდება როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. საგულისხმოა, რომ იმ ადამიანების მიკრობიომი, რომელთა ორგანიზმშიც ამ ბაქტერიის მაღალი დონე ფიქსირდებოდა, ბიოლოგიურად ბევრად უფრო ახალგაზრდა ასაკსა და ჯანმრთელობის უკეთეს მაჩვენებლებს შეესაბამებოდა.

მკვლევართა ვარაუდით, ეს დადებითი ეფექტი დაკავშირებულია აღნიშნული ბაქტერიის მიერ გამომუშავებულ ნივთიერებასთან, სახელწოდებით 5-AVAB. ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმში 5-AVAB-ის დონეც იკლებს. ხანდაზმულ თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ 5-AVAB-მა გააუმჯობესა მათი მეხსიერება, მოტორული კოორდინაცია და გარკვეული ქცევითი მახასიათებლები. გარდა ამისა, მან შეამცირა ქრონიკული ანთებითი პროცესები გულში, ღვიძლში, ფილტვებში, თირკმელებში, კუნთებსა და სხვა ორგანოებში. ანალოგიური დადებითი ეფექტი დაფიქსირდა უშუალოდ ბაქტერიის მიღებისასაც.

კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის ან მათ მიერ გამომუშავებული ნივთიერებების დონის აღდგენა, შესაძლოა, დაბერების პროცესისა და ასაკობრივი ცვლილებების შენელების პერსპექტიული გზა იყოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ეფექტის დამადასტურებელი პირველადი მტკიცებულებები ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა.

შემოთავაზებული სიახლეები

ყველას ნახვა
ყვითელი პრესა10.10.2026

სასიხარულო ინფორმაცია რატი დურგლიშვილმა ვრცლად იხილეთ კომენტარში

ყვითელი პრესა · 10.10.2026
საზოგადოება09.10.2026

10ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

საზოგადოება · 09.10.2026
ყვითელი პრესა09.10.2026

რამდენიმე საათის წინ გავიგე, შოკში ვიყავი...“ - რას წერს ნიკა ქავთარაძე გიორგი გასვიანზე იხილეთ კომენტარში

ყვითელი პრესა · 09.10.2026
ყვითელი პრესა09.10.2026

მაკა ასათიანმა საიდუმლო გაამხილა

ყვითელი პრესა · 09.10.2026
ყვითელი პრესა09.10.2026

სტიქია ,ძლიერი სეტყვა, რა კადრები გავრცელდა სოციალურ ქსელში.

ყვითელი პრესა · 09.10.2026
ყვითელი პრესა09.10.2026

სელინ დიონი სცენაზე წაიქცა - რა მოხდა პარიზში და როგორია 58 წლის მომღერლის მდგომარეობა

ყვითელი პრესა · 09.10.2026
საზოგადოება09.10.2026

პენსიის მაქსიმალური ოდენობა 665 ლარი იქნება, ცნობილია ვის რამდენით გაეზრდება პენისა იანვრიდან.

საზოგადოება · 09.10.2026
საზოგადოება09.10.2026

გათანაბრდება თუ არა ქალების და კაცების საპენსიო ასაკი

საზოგადოება · 09.10.2026